loader

ვენეციის კარნავალი "ანგელოზის ჩამოფრენით" გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენეციის კარნავალი "ანგელოზის ჩამოფრენით" გაიხსნა

ვენეციის ტრადიციული კარნავალი "ანგელოზის ჩამოფრენით" გაიხსნა. ტრადიციულად, საკარნავალო კაბაში გამოწყობილი გოგონა წმინდა მარკის სამრეკლოზე ძვრება და იქიდან მოედანზე ეშვება, სადაც მას ფერად, ელეგანტურ ტანსაცმელში გამოწყობილი ზეიმის მონაწილეები და ტურისტები ელოდებიან.

2013 წელს კარნავალის "ანგელოზი" 20 წლის მარტა ფინოტო გახდა. "ეს ლამაზი და რომანტიკული ტრადიციაა. ყველაზე მძაფრი შეგრძნება არა სიმაღლე, არამედ გულშემატკივართა ოვაციებია", - განაცხადა წითელ კაბაში გამოწყობილმა "ანგელოზმა".

ვენეციაში 2013 წლის საზეიმო ღონისძიებები დევიზით "იცხოვრე ფერში" იმართება. კარნავალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფერთა უმეტესობა ტონების მრავალფეროვნებითა და სიმკვეთრით იქნება წარმოდგენილი.

მონაწილეთა განსაკუთრებულ ყურადღებას ასევე ტრადიციული "მარიას აღლუმი" და ნიღბების კონკურსი იპყრობს. საუკეთესო ნიღბოსანს შემაჯამებელ დღეს აირჩევენ. კარნავალს "მდუმარე რეგატა" - გონდოლა დიდ არხზე ასრულებს. დღესასწაულები "ცხიმიან სამშაბათამდე", 12 თებერვლამდე გაგრძელდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე