loader

იაპონელებმა მსოფლიოში პირველი ცისფერი ორქიდეა გამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონელებმა მსოფლიოში პირველი ცისფერი ორქიდეა გამოიყვანეს

იაპონიის უნივერსიტეტის ტიბის მეცნიერებმა ცისფერი ორქიდეას უნიკალური ჯიში გამოიყვანეს.

ყვავილის, ფანელოპსის აფროდიტას ახალი ჯიში, სახელწოდებით "სამეფო ცისფერი", ოკინავაზე საზოგადოებისთვის გამოფინეს. მცენარის თითოეულ ღერზე ერთდროულად 30 ყვავილი იშლება. თითოეული ყვავილი დიამეტრში 5 სანტიმეტრია.

იმისთვის, რომ მსოფლიოში პირველი ცისფერი ორქიდეა მიეღოთ, იაპონელმა სელექციონერებმა და გენურმა ინჟინრებმა ფანელოპსის აფროდიტაში შეიყვანეს აზიური კამელინის გენი, რამაც უზრუნველყო მისი გაცისფრება.

ცისფერი ორქიდეები, რომლებიც აქამდეც იყიდებოდა მაღაზიებში, სინამდვილეში თეთრია; მათ, უბრალოდ, ხელოვნურად ღებავენ. ახლა კი უკვე არსებობს ბუნებაში ცისფერი ორქიდეა.

Marao.ge