loader

რესტორნის "ჭუჭყიანი" საიდუმლო - იაპონელი მზარეული კერძებს მიწისგან ამზადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რესტორნის "ჭუჭყიანი" საიდუმლო - იაპონელი მზარეული კერძებს მიწისგან ამზადებს

ცენტრალურ ტოკიოს ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში შეფ-მზარეული "ჭუჭყიან" საიდუმლოს ინახავს: უკანასკნელი რამდენიმე კვირაა, ის კერძებს ნაწილობრივ მიწისგან აკეთებს. "ადამიანს არ შეუქმნია ზღვა, ჰაერი და მიწა. ისინი ბუნების ნაწილს მოეკუთვნებიან და ცოცხალ არსებებს წარმოადგენენ. მე ვცდილობ, ეს იდეოლოგია საკუთარ კერძებში ავსახო" - აცხადებს მზარეული. რა თქმა უნდა, მიწას იგი საკუთარი ეზოდან არ იღებს. მზარეულს სპეციალური მომწოდებელი ჰყავს, რომელიც მას მაღალი ხარისხის და ჯამრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტით ამარაგებს. სადილი "მიწის სუპით" - მზარეულის მთავარი სიამაყით და თხევადი მიწით დაფარული მოხარშული კარტოფილით სრულდება.