loader

"რკინის ქალები" - თინა კანდელაკის ახალი თოქ-შოუ НТВ-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რკინის ქალები" - თინა კანდელაკის ახალი თოქ-შოუ НТВ-ზე

17 თებერვლიდან რუსული ტელეკომპანია НТВ ახალ თოქ-შოუს იწყებს, სახელწოდებით "Железные леди". გადაცემას თინა კანდელაკი და მარგარიტა სიმონიანი გაუძღვებიან. НТВ-მ თინასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ახალ გადაცემაზე, მომავალ სტუმრებზე, თემებსა და თავის კოლეგაზე საუბრობს. გადაცემის პრომორგოლები თავდაპირველად სახელწოდებით "კავკასიელი ნაგაზები" გავიდა, თუმცა ეს ტელეკომპანიის სარეკლამო ხრიკი გამოდგა.

"სახელწოდება "კავკასიელი ნაგაზები" თავიდანვე არასერიოზული იყო და საგანგებოდ გაავრცელეს, ვინაიდან ხალხს გადაცემის დაწყებამდე აქტიურად განეხილა სახელწოდების საკითხი. ამ გადაცემაში ნებისმიერი ადამიანი იქნება მოწვეული, ყველაზე მაღალი სტატუსის მქონეც კი და ჩვენ ვთვლით, რომ როდესაც ისინი გადაცემაში მოწვევას მიიღებენ, გადაცემის სახელს არ უნდა შეუშინდნენ. მინდა, რომ ძვირად ღირებული პროგრამა იყოს. ეს ეხება მომზადების დონეს, ფაქტების ცოდნას, ჩვენს გარეგნობას; ასევე, იმას, თუ როგორ გამოიყურება სტუდია. გვინდა, რომ ყველაფერი ძალიან თანამედროვე, ძალიან მძაფრი იყოს და სიმართლე მიეწოდებოდეს ხალხს", - აცხადებს კანდელაკი.

თინამ თავის კოლეგაზე, მარგარიტა სიმონიანზეც ისაუბრა, რომელთან ერთადაც ახალი თოქ-შოუს წაყვანა მოუწევს. "ჩვენ ორივე ძალიან ტემპერამენტიანები ვართ; ორივე დამოუკიდებლები ვართ, ძლიერები; ორივემ საკმაოდ კარგად ვიცით, რა ხდება ქვეყანაში და მკვეთრი პოზიცია გვაქვს, დაფუძნებული ფაქტებზე და არა ემოციებზე. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ორივეს ერთად საინტერესო გადაცემა გამოგვივა".