loader

მექსიკელმა ხელოვანებმა იარაღი მუსიკალურ ინსტრუმენტად აქციეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მექსიკელმა ხელოვანებმა იარაღი მუსიკალურ ინსტრუმენტად აქციეს

მექსიკელმა ხელოვანებმა იარაღი მუსიკალურ ინსტრუმენტად აქციეს. ყველა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ხელოვანებმა მუსიკალურ საკრავებად გარდაქმნეს, მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სიუდად ჰუარესიდან სამხედრო ძალებმა ამოიღეს. ამ ქალაქში მექსიკის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მკვლელობების მხრივ: ქალაქი მჭიდროდაა დაკავშირებული ნარკოტრეფიკთან, რის გამოც წლების მანძილზე, ყოველდღიურად 10-მდე მკვლელობა ხდებოდა.

ამ საინტერესო მუსიკალურ პროექტს მხატვრები და მუსიკოსები ახორციელებენ და მას "განაიარაღე" ჰქვია.