loader

დიზაინერმა მანქანას დეკორატიული ფრთები დაუმატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიზაინერმა მანქანას დეკორატიული ფრთები დაუმატა

გერმანულმა კომპანიამ “Smart” გადაწყვიტა საკუთარი მანქანებისთვის ცოტა შარმი დაემატებინა და დიზაინერის, ჯერემი სკოტის საშუალებით ელექტრომობილის დიზაინი შეეცვალა. ისტორიაში პირველად ტანსაცმლის დიზაინერს საშუალება მისცეს კორექტივები შეეტანა კორპუსის დიზაინში.

ჯერემი სკოტი, თავის მხრივ,ცნობილია იმით, რომ სხვადასხვა ტანისამოსს, სათვალეს ან სპორტულ ფეხსაცმელს ფრთებს უმატებს. ეს ცენტრალური ელემენტია მის შემოქმედებაში. ამის გამო, მანქანის ახალ მოდელს ფრთები ექნება. ”ჩემთვის ფრთები უწონადობის და თავისუფლების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ასეთი ელემენტი იდეალურად უხდება მსუბუქ ელექტრომანაქანას,”- განაცხადა დიზაინერმა.