loader

მამაკაცმა, ოთახის კარების ჩაკეტვის გამო, სასტუმროში სრულიად შიშველმა "ისეირნა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა, ოთახის კარების ჩაკეტვის გამო, სასტუმროში სრულიად შიშველმა "ისეირნა"

როდესაც სასტუმროში ნომრის დატოვებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ტანსაცმელი გაცვიათ, ისეთ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, როგორშიც ამ ვიდეოს მთავარი გმირი.

YouTube-ზე სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელიც ალბათ არც ისე სახალისოდ გასახსენებელია მისი მთავარი გმირისთვის: ვიდეოში ნაჩვენებია შიშველი მამაკაცი, რომელმაც საჭმლის ჭამის შემდეგ ჭურჭლის კარებთან დატოვება გადაწყვიტა და რატომღაც შიშველმა გადაწყვიტა დერეფანში გასვლა. მოულოდნელად კი სასტუმროს ნომრის კარები ჩაეკეტა და დერეფანში დედიშობილა დარჩა.

ამის შემდეგ მამაკაცმა წვალებით ჩააღწია მისაღებში და რეგისტრატორს გასაჭირის შესახებ უამბო. რეგისტრატორი დახმარებას დაჰპირდა, თუმცა გასაღების გადასაცემად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვა. "სულ შიშველი ვარ და საიდან უნდა მქონდეს რაიმე დოკუმენტი" - აქ წყდება ვიდეო. ასე რომ, უცნობია, მიაღწია თუ არა მშვიდობიანად შიშველმა ტურისტმა საკუთარ ნომრამდე.