loader

"ძებნილი" მგზავრები და ექსპერიმენტი სტრესზე - "ბოროტი" ხუმრობა რეკლამისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძებნილი" მგზავრები და ექსპერიმენტი სტრესზე - "ბოროტი" ხუმრობა რეკლამისთვის

კოსმეტიკურმა ბრენდმა Nivea-მ გერმანიის ერთ-ერთი აეროპორტის მოსაცდელში "ბოროტი" ექსპერიმენტი ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ როგორ იქცევიან და რა ემართებათ ადამიანებს სტრესულ სიტუაციაში.

ადამიანები, რომლებიც არაფერში არიან დამნაშავენი და არც იძებნებიან, შემთხვევით აღმოაჩენენ, რომ ყველა საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა და გაზეთის პირველი გვერდის გმირები არიან, სტატუსით - "იძებნება". ალბათ, ცოტა თუ შეძლებს, მსგავს სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოს და სტრესში არ აღმოჩნდეს...

გათამაშების ბოლოს "ძებნილს" პოლიციის ორი წარმომადგენელი უახლოვდება და ანტისტრესული დეზოდორანტების ნაკრებს გადასცემს საჩუქრად - თურმე, ეს მხოლოდ სარეკლამო აქციაა.