loader

ექიმებმა შიდსით დაავადებული გოგონა განკურნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმებმა შიდსით დაავადებული გოგონა განკურნეს

პატარა გოგონა მისისიპიდან, რომელიც აივ-ინფექციით დაავადებული დაიბადა, ექიმებმა განკურნეს. გოგონას ვირუსი შიდსით დაავადებული დედისგან გადაედო. მას დაბადებიდან 9 საათში ვირუსთან საბრძოლველ სტანდარტულ წამლების აძლევდნენ. 29 დღის შემდეგ ვირუსი უკვე შეუმჩნეველი იყო. 19 თვის შემდეგ ბავშვს 10 თვით მკურნალობა შეუწყვიტეს. ექიმების გასაოცრად, განმეორებითი კვლევის შემდეგ ვირუსი აღარ გამოვლინდა. საბავშვო ცენტრის ვირუსოლოგმა დებორა პერსუდმა განაცხადა:

"თავდაპირველმა ტესტმა აჩვენა, რომ მას ვირუსი არ ჰქონდა. გვეგონა, შეცდომა დავუშვით და ტესტი თავიდან ჩავატარეთ. განმეორებითმა ტესტმაც იგივე შედეგი აჩვენა".

მისისიპელი გოგონას შემთხვევა, შესაძლოა, ექიმებს დაეხმაროს თერაპიის ახალი მეთოდის შემუშავებაში, რომლის მიხედვითაც აივ ინფექციის საწინააღმდეგო სტანდარტული მედიკამენტების გამოყენებით პაციენტის მკურნალობა ადრეული ეტაპიდან დაიწყება და თუ ყველა დაავადებულის განკურნება ვერ მოხერხდა, დაავადებული დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემა მაინც შეფერხდება.


euronews.net