loader

რუსულ ჰანგებზე ამღერებულ-აცეკვებული მთავრობის წევრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსულ ჰანგებზე ამღერებულ-აცეკვებული მთავრობის წევრები

სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელშიც რუსული სიმღერის ფონზე თითქმის მთელი სამთავრობო კაბინეტი ცეკვავს: სპეციალური ანიმაციური პროგრამა JibJab-ის დახმარებით, რუსულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი ალასანია და სხვები, ცეკვას რუსულ ჰანგებზე იწყებენ. თანდათან მათი ტანსაცმელიცა და მუსიკის რიტმებიც იცვლება: პოლიტიკოსები ხან მზიან პლაჟზე "გადადიან" საცეკვაოდ, ხან კიდევ როკ-ჯგუფის წევრებივით გამოწყობილები ჰყვებიან მუსიკის რიტმებს.

სიმღერის მეორე ნაწილში ანიმირებული მთავრობის წევრები უკვე ინგლისურ პაბში იწყებენ სიმღერას, ბოლოს კი ვიდეო ამერიკული ქანთრით სრულდება.

იხილეთ: ელფებად ქცეული მთავრობის წევრების საახალწლო მილოცვა