loader

მსოფლიოში პირველი "პანდა-სასტუმრო" ჩინეთში გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში პირველი "პანდა-სასტუმრო" ჩინეთში გაიხსნა

მსოფლიოში პირველი "პანდა-სასტუმრო", როგორც მოსალოდნელია, ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში გაიხსნა. სასტუმრო ოფიციალურად მაისში გაიხსნება და სტუმრების მოღებასაც ამ დროიდან შეძლებს. როგორც სასტუმროს დამაარსებელი ჯიან ქინი აცხადებს, მისი მიზანი მთელ მსოფლიოში პანდების პოპულარიზაცია და მათი საცხოვრებელი არეალის დაცვა იყო.

სასტუმროში ყველაფერი პანდებთან არის დაკავშირებული, მომსახურე პერსონალი კი გიგანტურ პანდების კოსტიუმებში მოემსახურება სტუმრებს. სასტუმროს მფლობელმა განაცხადა, რომ მისი სურვილია "პანდა" სასტუმრო ლონდონშიც გახსნას.

ამასთან, სწორედ სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი ვოლონგის პანდების საცხოვრებელი. 2011 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სახელმწიფომ 100 მლნ დოლარი დახარჯა თავშესაფრის აღდგენაში. თუმცა, ჩინეთში ფულის დახარჯვა ეროვნულ სიმბოლოსა და საგანძურზე, არ ენანებათ.