loader

ქალების წინადაცვეთა - ტრადიცია თუ მილიონობით დასახიჩრებული გოგონა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალების წინადაცვეთა - ტრადიცია თუ მილიონობით დასახიჩრებული გოგონა

ყოველწლიურად მსოფლიოში 3 მილიონამდე გოგონა გადის ამ "პროცედურას" - საუბარია ოპერაციაზე, რომელიც, მეცნიერთა აზრით, ადამიანის ფსიქიკისა და ჯანმრთელობის დასახიჩრებას იწვევს და მსოფლიოს ზოგიერთი ხალხის ტრადიციას წარმოადგენს. ოპერაციის დროს ქალს (გოგონას) აჭრიან გარეთა სასქესო ორგანოებს იმისთვის, რომ მან ვეღარ მიიღოს სექსუალური კმაყოფილება და ამგვარად, პარტნიორის "ერთგული" დარჩეს.

ქალების წინადაცვეთა გავრცელებულია, ძირითადად, აფრიკულ ქვეყნებში, აზიისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ რეგიონში. ამ ქვეყნებიდან ემიგრირებულ ადამიანებს კი ეს ტრადიცია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეაქვთ. საფრანგეთში ქალების წინადაცვეთა უკანონოდაა გამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით, ამ საქმეზე ასობით სასამართლო პროცესი გაიმართა. ფრანგული კანონმდებლობით, ისჯებიან ის მშობლებიც, რომლებიც ამ რიტუალის ჩასატარებლად ქალიშვილებს სამშობლოში - ძირითადად, აფრიკაში აგზავნიან. ასე რომ, თუ ძალადობის ფაქტი დადასტურდა, სადაც არ უნდა იყოს იგი ჩადენილი, საფრანგეთში თუ საზღვარგარეთ, ზრდასრულ ადამიანებს ციხე ემუქრებათ.

კვლევებით დადგენილია, რომ ქალების წინადაცვეთა აფრიკაში ყოველ მესამე გოგონას უტარდება. ევროპაში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, მარტო საფრანგეთში დაახლოებით 65 ათასი გოგონა ამ ტრადიციის შედეგად დაასახიჩრეს.


euronews.net