loader

მაგიური ექსპერიმენტი - როგორ მივცეთ წყალს ფორმა ხმით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაგიური ექსპერიმენტი - როგორ მივცეთ წყალს ფორმა ხმით

ექსპერიმენტი, რომლის საშუალებითაც წყალს შეიძლება ფორმა მივცეთ, YouTube-ზე მოყვარულმა მეცნიერმა განათავსა და იგი უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.

"ძალიან საინტერესო პროექტია. როდესაც ნახავთ, დიდი შანსია, პირდაღებული დარჩეთ", - აცხადებს ვიდეოს ავტორი.

წყლისა და ხმის სინთეზით მიღებულ გასაოცარ ეფექტს შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ. ამიტომაც მას, ვისაც სურს ექსპერიმენტის ჩატარება, ისეთი კამერით უნდა დააფიქსიროს, რომელიც წამში 24 კადრს იღებს.

ეფექტის მისაღებად დაგჭირდებათ ხმის გამაძლიერებელი და დინამიკები, რომლის სიხშირე 24 გიგაჰერცი - ბასის ძალიან დაბალი ხმა იქნება.

დინამიკები შეაერთეთ კომპიუტერში და დააყენეთ ხმის გენერირების პროგრამა 24 გიგაჰერცზე. აიღეთ მსუბუქი რეზინის მილი, მიაერთეთ ონკანს და ჩამოუშვით ქვევით ისე, რომ ეხებოდეს დინამიკებს. მოუშვით ონკანი, ჩართეთ ხმის გენერატორი და უყურეთ "მაგიის" დაწყებას.


ასევე იხილეთ:

- კინეტიკური წვიმის სკულპტურა - სანახაობა, რომელიც აღგაფრთოვანებთ

- მეხისა და ელვის სიმფონია - ინტერაქტიული ინსტალაცია