loader

თბილისის ზოოპარკში თეთრმა ვეფხვმა სამი ბოკვერი გააჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ზოოპარკში თეთრმა ვეფხვმა სამი ბოკვერი გააჩინა

14 მარტს თბილისის ზოოპარკში თეთრმა ვეფხვმა, სახელად კამერონმა, სამი ბოკვერი გააჩინა. ბოკვერის დაბადების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო-ფოტომასალა თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა.

თებერვალში თბილისის ზოოპარკის ბინადარ ლომებს - სიმბას და ნალას 3 ბოკვერი შეეძინათ, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩა. ერთი დაბადებისთანავე  დაიღუპა; ბოკვერ კატოს კი, რომელსაც კატარაქტის ოპერაცია ცნობილმა ოფთალმოლოგმა მიხეილ ომიაძემ გაუკეთა, მხედველობის გარდა, სხვა თანდაყოლილი დაავადებებიც აწუხებდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე