loader

პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანს საკუთარი გათხოვების ამბავი წააკითხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანს საკუთარი გათხოვების ამბავი წააკითხეს

ერთ-ერთი ამერიკული ტელეარხის საღამოს საინფორმაციო გამოშვების წამყვან ჯილიან პავლიკეს პირდაპირი ეთერისას კოლეგამ ხელი სთხოვა. რომანტიკულ სცენამდე რამდენიმე წამით ადრე წამყვანმა თავად წაიკითხა სუფლიორზე ეს ამბავი: "მაყურებელს გავაცნობთ ახლახან მიღებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ FOX 54-ის წამყვანს  პირდაპირ ეთერში ცოლობას სთხოვენ..." სანამ წინადადებას დაასრულებდა, გვერდით მდგომი თანაწამყვანები გაეცალნენ და ჯილიანთან საყვარელი მამაკაცი მივიდა.

თავად პავლიკემ მხოლოდ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ გაიგო, რომ საგანგებო განცხადება, რომლის წაკითხვაც პროდიუსერმა გამოშვების ბოლოს დაავალა, მის გათხოვებას ეხებოდა.


ასევე იხილეთ:

- დაჩოქილ რომანტიკოსს ოკეანის ტალღებმა ხელის თხოვნა ჩაუშალა

- "რა დროს "ბარსელონაა", ცოლად გამომყვები?" - მოულოდნელი ხელის თხოვნა პირდაპირ ეთერში