loader

"მერი ჩემი პენსიით სტრიპტიზ-კლუბს სტუმრობდა" - მერიის ვაუჩერის რეკლამა "აბებისგან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერი ჩემი პენსიით სტრიპტიზ-კლუბს სტუმრობდა" - მერიის ვაუჩერის რეკლამა "აბებისგან"

თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს, რომელიც ხუთ თვეზე იქნება განაწილებული. ცოტა ხნის წინ ტელესივრცეში ამ ინიციატივის საინფორმაციო ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელშიც მადლიერი თბილისელები ქალაქის მერს მადლობას უხდიან კომუნალური შეღავათებისთვის. "გიგიმ ზუსტად იცის, რა სჭირდება ხალხს" - ამბობენ რესპონდენტები ვიდეორგოლში.

სოციალური რეკლამა არ გამოჰპარვია ვასიკო ოდიშვილის "ყოველდღიურ აბებს". მადლიერი თბილისელები იუმორისტულ შოუში სხვა სიტყვებით აამეტყველეს: "სახლი, რომელიც თბილისის მერიამ დაგვინგრია, ძალიან გვაწუხებდა", "გიგიმ ზუსტად იცის, რა სურთ ქალებს", "ამ თვეში მერი ჩემი პენსიით სტრიპტიზ-კლუბს სტუმრობდა, მე ძალიან ვაფასებ ამას" - და ა.შ. თუმცა სჯობს, თავად მოისმინოთ.