loader

ბაღი, სადაც 45 მლნ ყვავილი ხარობს, უდაბნოშია გაშენებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაღი, სადაც 45 მლნ ყვავილი ხარობს, უდაბნოშია გაშენებული

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაღი გაიხსნა. ბაღი 72 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს და 45 მლნ-ზე მეტ ყვავილს იტევს.

ბაღის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბევრი მცენარე სპარსეთის ყურის სანაპიროებზე ადრე არასდროს ყოფილა. ბაღი გინესის რეკორდების წიგნში შეტანის პრეტენდენტია.

"ჩვენი ბაღით დავამტკიცეთ, რომ უდაბნოში აყვავილებული ოაზისის შექმნა შეიძლება. ყვავილებს მორწყვის სპეციალური ხერხით ვატენიანებთ, ვაგროვებთ დარჩენილ წყალს და სარწყავად ხელახლა ვიყენებთ", - აცხადებს ბაღის გამწვანების თანამშრომელი.

meteo.ambebi.ge