loader

ნახევარტონიანმა ზღვის სპილომ რიო დე ჟანეიროს ქუჩებში "გაისეირნა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნახევარტონიანმა ზღვის სპილომ რიო დე ჟანეიროს ქუჩებში "გაისეირნა"

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამზირ Avenida Atlântica-ზე საავტომობილო მოძრაობა თითქმის ორი საათით გაჩერდა. ამის მიზეზი გზაზე გადასული უზარმაზარი ზღვის სპილო გახდა. 3 მეტრის სიგრძის, ნახევარტონიანი ძუძუმწოვარი ოკეანიდან პირდაპირ გზაზე გადავიდა და მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

პოლიციელები და მეხანძრეები ცხოველს წყალს ასხამდნენ, გარშემო შეკრებილი უამრავი ტურისტი კი იშვიათ სანახაობას ხალისით აკვირდებოდა. საათნახევრიანი "გასეირნების" შემდეგ ცხოველი ოკეანეში შესაბამისმა სამსახურებმა დააბრუნეს.