loader

სილენდი - მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფო 5 მცხოვრებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სილენდი - მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფო 5 მცხოვრებით

დედაქალაქი: რაფს-ტაუერი, მმართველობის ფორმა: კონსტიტუციური მონარქია, ტერიტორია: 0,00055 კმ². სილენდის მოსახლეობა: 5 ადამიანი, ვალუტა კი - სილენდის დოლარი. სახელმწიფოს აქვს ჰიმნი: "Ex mare libertas" (თავისუფლება ზღვიდან)

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი სახელმწიფო წარმონაქმნი მართლაც არსებობს ყოფილ თავდაცვით პლატფორმა რაფს-ტაუერზე, ჩრდილოეთის ზღვაში, ბრიტანეთის სანაპიროდან 10 კმ-ის მოშორებით. სილენდი, ფაქტობრივად, არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია მასზე ტერიტორიულ პრეტენზიას და არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს. რამდენიმე გეოპოლიტიკურ ერთეულს მსოფლიოში არ აქვს საერთაშორისო აღიარება, თუმცა, ისინი დე-ფაქტო დამოუკიდებელი მმართველობის ერთეულები ან სახელმწიფოები არიან.

1972 წელს სილენდმა დაიწყო მონეტის მოჭრა, ხოლო 1975 წელს მიიღო კონსტიტუცია; ასევე, დამტკიცდა სახელმწიფო დროშა და გერბი.