loader

ავსტრალიური Voice-ის ჟიურის წევრმა სიხარულით სკამიდან "იფრინა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიური Voice-ის ჟიურის წევრმა სიხარულით სკამიდან "იფრინა"

7 აპრილს ავსტრალიური Voice-ის მეორე სეზონის ახალ სერიაში ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი 28 წლის ლირიკ მაკფარლენდი იყო, რომელმაც სიმღერა Shy Guy შეასრულა. ენერგიული შესრულებით კონკურსანტმა ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა, ხოლო ჯოელ მედენი სკამზეც კი ავიდა, რათა კონკურსანტის ყურადღება მიეპყრო.

საქმე იმაშია, რომ აქამდე ჟიურის წინ გამოსულმა ყველა კონკურსანტმა არჩევანი ან რიკი მარტინზე, ან დელტა გუდრემზე, ან სილზე შეაჩერა და ამის გამო მედენი დათრგუნული იყო. საბოლოოდ მისმა თავგანწირვამ შედეგი გამოიღო და ლორკ მაკფარლენდმა არჩევანი სწორედ მასზე გააკეთა.

იხილეთ: "ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი" - Voice-ის კონკურსანტმა ჟიურის წევრი დააჩოქა