X
უკვდავი სიყვარულის ისტორია და შეხვედრა 20-წლიანი განშორების შემდეგ
12:02 / 08-04-2013
ეს არის ამბავი ორი ხელოვანის წარმოუდგენელი სიყვარულის შესახებ. გირჩევთ, ჯერ წაიკითხოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ნახოთ ვიდეო.

სერბი მარინა აბრამოვიჩი და გერმანელი უვე ლაისიპენი (ულაი) 1976 წელს ამსტერდამში შეხვდნენ ერთმანეთს. დღიდან შეხვედრისა, მათ ერთი სხეულივით დაიწყეს ცხოვრება: იცვამდნენ ერთნაირად, უმცირესი საიდუმლოც არ ჰქონდათ ერთმანეთისგან, ერთად ახორციელებდნენ ფანტასტიკურ და ხშირად გიჟურ პროექტებს და ერთმანეთს "ერთი სხეულის ორ თავს" უწოდებდნენ. 1977 წელს დადგმული პერფორმანსისთვის "სუნთქვა ერთად", ხელოვანები სპეციალური დანადგარით პირებით "გადაებნენ" ერთმანეთს და ერთმანეთის ჰაერს სუნთქავდნენ იქამდე, სანამ ჟანგბადი არ დამთავრდა. სახიფათო ექსპერიმენტის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ორივე უგონოდ დაეცა და საავადმყოფოში ფილტვების უკმარისობით მოხვდა.

80-იან წლების ბოლოს წყვილის იდეალურ ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა. ურთიერთობის მშვიდად დასრულებისთვის მათ უჩვეულო მეთოდს მიმართეს: 1988 წელს ჩინეთის დიდი კედლის ორი საწინააღმდეგო მიმართულებიდან წამოვიდნენ და კედლის ცენტრში შეხვდნენ ერთმანეთს. "ჩვენი ურთიერთობის დასრულებას მხოლოდ ასე წარმოვიდგენდით. ეს ძალიან ადამიანური იყო, უფრო დრამატული, თუმცა სწორი. ულაიმ სვლა გობის უდაბნოდან დაიწყო, მე ყვითელი ზღვიდან. მას შემდეგ რაც ორივემ 2500 კილომეტრი გავიარეთ და ერთმანეთს შევხვდით, სამუდამოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს" - წერს მარინა მოგონებებში.

თუმცა მათი სამუდამო დამშვიდობება არ შედგა. მარინა ნიუ იორკში გადასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს. 2010 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) მარინამ მოაწყო პერფორმანსი "ხელოვანი აწმყოა", რომლის იდეაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხელოვანი მუზეუმში შესულ ყველა დამთვალიერებელს რამდენიმე წამს უთმობდა და ყველა მათგანს თვალებში უყურებდა. პერფორმანსი 716 საათს გაგრძელდა, მარინამ თვალებში 1500-ზე მეტ დამთვალიერებელს ჩახედა. თუმცა ერთ-ერთი მზერა ყველასგან განსხვავებული და ემოციური იყო: მარინამ და ულაიამ ერთმანეთი 22-წლიანი განშორების შემდეგ იხილეს, თუმცა ეს სჯობს, თავად ნახოთ...
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
ჰორმონალური დისბალანსი და სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება - ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ვიდეო: “რუსთავი 2“



“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს