loader

მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი თბილისში 1987 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი თბილისში 1987 წელს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი 1987 წელს ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა. "რკინის ლედიმ" ძველი თბილისის უბნებში გაისეირნა, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი ვაკის პარკში. დიდი ბრიტანეთის პრემიერი, იმ დროისთვის ახალგახსნილ ქორწინების სასახლესაც ეწვია, სადაც ნორჩმა მოცეკვავეებმა 15-წუთიანი წარმოდგენა მოუწყვეს სტუმრებს. ქართული მხრიდან ტეტჩერს საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ოთარ ჩერქეზია მასპინძლობდნენ.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში იყო. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში.