loader

ენაბორძიკი მომღერლის ემოციურ შესრულებას ჟიური ფეხზე წამომდგარი უსმენდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ენაბორძიკი მომღერლის ემოციურ შესრულებას ჟიური ფეხზე წამომდგარი უსმენდა

ავსტრალიური Voice-ის მეორე სეზონში, ბრმა ქასთინგზე ჟიურის წინაშე 18 წლის ჰარისონ კრეიგი წარსდგა. კონკურსანტის არაჩვეულებრივმა ხმამ და შესრულებამ ჟიურის წევრები პირველივე წამებიდან მოხიბლა და სიმღერის დასრულებამდე ოთხივე მათგანი შემოუბრუნდა ჰარისონს. სიმღერის დასრულების შემდეგ ჟიური და მსმენელი კიდევ ერთი საოცრების მოწმე გახდა - როცა ჰარისონ კრეიგმა საუბარი დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მას ლაპარაკი უჭირს და ენაბორძიკობს, თუმცა სიმღერა არაჩვეულებრივად გამოსდის. "ეს საოცრებაა. როცა მღერი, იმდენად ბუნებრივი და თავდაჯერებული ხარ, ეს ნამდვილი ღვთის საჩუქარია" - უთხრა ჰარისონს მომღერალმა სილმა.

ახალგაზრდა მომღერალმა ლარა ფაბიანის 1999 წელს დაწერილი ჰიტი Broken Vow შეასრულა. ჰარისონმა მწვრთნელად სილი აირჩია.