loader

გაუპატიურების საწინააღმდეგო საცვალი მოძალადეს დენს დაარტყამს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაუპატიურების საწინააღმდეგო საცვალი მოძალადეს დენს დაარტყამს

გაუპატიურების ფაქტების გახშირების გამო ინდოელმა სტუდენტებმა ქალებისთვის ინოვაციური საცვალი შექმნეს, რომელიც პოტენციურ მსხვერპლს მოძალადისგან დაიცავს. ქვედა საცვალი, რომელსაც SHE (Society Harnessing Equipment) ჰქვია, ქალბატონებს დაეხმარება თავდამსხმელის გაუვნებელყოფასა და პოლიციის გამოძახებაში. საცვალი აღჭურვილია GPS და GSM-მოწყობილობით, ასევე - ელექტროშოკის გამომწვევი სენსორებით, რომელსაც 3 800 კილოვატი დენის გატარება შეუძლია.

"მოძალადე, რომელიც ქალბატონს შეაწუხებს, მაშინვე მიიღებს ელექტროშოკს. საცვალი აღჭურვილია გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემით (GPS) და ფიჭური სტრუქტურის მქონე მობილური სატელეფონო სისტემით (GSM); ასევე - სენსორებით, რომლებიც ელექტროშოკს გამოიწვევს და განგაშის სიგნალით, რომელიც მსხვერპლის მშობლებსა და პოლიციას გაეგზავნება. ელექტროშოკი 82 დარტყმას მიაყენებს თავდამსხმელს, რაც საბოლოოდ ქალბატონს მისცემს შესაძლებლობას, გათავისუფლდეს მისგან", - აღნიშნავს ინოვაციური საცვლის ერთ-ერთი გამომგონებელი მანიშა მოჰანი.

საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომელთაგან ორი ქალბატონია, ინოვაციური გამოგონებისთვის 2013 წლის ტექნოლოგიურ კონკურსზე მთავარი პრიზი აიღეს და მალე მათი პროდუქტი ინდოეთის მაღაზიის დახლებზეც გამოჩნდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე