loader

კვერცხმობილი - 80-კილოგრამიანი მომავლის მანქანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვერცხმობილი - 80-კილოგრამიანი მომავლის მანქანა

კონცეფცია "ქალაქები ავტომობილების გარეშე", სადაც ძვირად ღირებული და დიდი ავტომობილები ადგილს დაუთმობენ პატარა, ეკოლოგიურად სუფთა მოწყობილობებს, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მომავლის სატრანსპორტო საშუალებების შემუშავების პროცესში უკვე ჩართულნი არიან Toyota და Honda. კომპანია Hyundai-მ კი ამ ბაზარზე ახალი და უჩვეულო დიზაინის გადაადგილების საშუალება E4U წარმოადგინა, რომელსაც მისი ფორმის გამო კვერცხმობილი შეარქვეს.

ფუტურისტული ტრანსპორტი მხოლოდ 80 კილოგრამს იწონის. ტრადიციულ საბურავებს მბრუნავი ნახევარსფეროსებრი ელემენტი ცვლის, ხოლო უკან დამონტაჟებულია კიდევ რამდენიმე საბურავი, რომელიც მოწყობილობას ვერტიკალურად გაჩერებაში ეხმარება და დამუხრუჭების ფუნქციასაც ითავსებს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე