loader

თბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ სამი კნუტი გააჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ სამი კნუტი გააჩინა

თბილისის ზოოპარკში გამთენიისას იაგუარმა ანამ სამი კნუტი გააჩინა. ახალდაბადებული იაგუარებიდან ერთი ჭრელია, დანარჩენები კი შავი ფერისაა.

ახალდაბადებულ მტაცებლებზე ძიძა გულიკო კონცელიძე ზრუნავს. მისი ინფორმაციით, როგორც კი დათბება, ზოოპარკის ღია ვოლიერში ცოტა ხნის წინ დაბადებულ ლომის ბოკვერებს, მუკას და მაკოს გადაიყვანენ. ახალდაბადებულ ბოკვერებს რძეს ძაღლი დოდოლინა აჭმევდა.

რაც შეეხება დათვის ბელ საბას, რომელიც 1 თვის წინ ზოოპარკში საპატრულო პოლიციამ მიიყვანა, ყინწვისის მონასტრის ბერებმა წაიყვანეს და მას ველურ ბუნებას აჩვევენ, რათა დათვის ბელმა ტყეში დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლოს.

იხილეთ: 3 თვის ბელი საბა - ახალი ბინადარი თბილისის ზოოპარკში პატრულმა მიიყვანა