loader

სიმპათიური ბიჭები "სიყვარულს გთხოვენ" - დაპირისპირება ავსტრალიური Voice-ის რინგზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმპათიური ბიჭები "სიყვარულს გთხოვენ" - დაპირისპირება ავსტრალიური Voice-ის რინგზე

ავსტრალიაში Voice-ის რინგის მესამე რაუნდი გაიმართა. კონკურსანტებმა ერთმანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ბენ გოლდსტეინის და მიტჩელ სტილის დაპირისპირება. ბიჭებმა სიმღერა Give Me Love (მომეცი სიყვარული) შეასრულეს. დუეტმა დარბაზის ოვაციები დაიმსახურა და განსაკუთრებით ააღელვა დამსწრე გოგონები - ორივე კონკურსანტი არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემების გარდა, შესაშური გარეგნობითაც გამოირჩევა.

ბენის და მიტჩელის მწვრთნელი დელტა გუდრემი საგონებელში ჩავარდა და ტაიმ-აუტი ითხოვა, რათა რჩევა ეკითხა თავისი კოლეგისთვის, ჯგუფი one republic-ის  სოლისტ  რაიან ტედერისთვის. საბოლოოდ, დელტამ არჩევანი ბენ გოლდსტეინზე შეაჩერა, რომლითაც ბრმა ქასთინგიდან მოყოლებული, აღფრთოვანებული იყო. 

იხილეთ: სიმპათიური კონკურსანტის მოსახიბლად Voice-ის ჟიურის წევრი სკამზე წამოწვა