loader

"ხმა, რომელიც ისტორიას ყვება" - Voice-ის მწვრთნელის რთული არჩევანი ორ ტალანტს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხმა, რომელიც ისტორიას ყვება" - Voice-ის მწვრთნელის რთული არჩევანი ორ ტალანტს შორის

ავსტრალიური Voice-ის კონკურსანტები ერთმანეთს რინგზე ეჯიბრებიან. მწვრთნელმა Seal-მა ორი ძლიერი მომღერალი ჯეკ სტოუნი და ლორენ დოუვსი დაუპირისპირა ერთმანეთს. მათ რეი ჩარლზის სიმღერა You Don't Know Me შეასრულეს და მწვრთნელების აღფრთოვანება დაიმსახურეს.

ავსტრალიელი მომღერალი რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგა. Seal-მა კონსულტაციისთვის კოლეგას მიმართა, რის შემდეგაც კონკურსანტების მისამართით სიტყვა წარმოთქვა: "ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება და ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი თქვენი ერთმანეთთან დაპირისპირებით, მაგრამ შოუ ეძებს ახალ ხმას, ხმას, რომელსაც შეუძლია, ისტორია მოყვეს. ამიტომ ამჯერად შენ გირჩევ, ჯეკ, რადგან ეს ტალანტი შენ ნამდვილად გაქვს" - ამ სიტყვებით მწვრთნელმა არჩევანი ჯეკ სტოუნზე შეაჩერა.