loader

"ფეისბუქის ლაიქი ვერ იხსნის სიცოცხლეს" - UNICEF-ის სოციალური ვიდეორგოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეისბუქის ლაიქი ვერ იხსნის სიცოცხლეს" - UNICEF-ის სოციალური ვიდეორგოლი

გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის შვედეთის საქველმოქმედო ფონდმა, გადაიღო სოციალური ვიდეორგოლი პოლიომილიტის (ვირუსილი დაავადებაა, რომელიც იწვევს ხერხემლის პარალიზებას) ვაქცინაციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად.

ვიდეოს გმირი 10 წლის რაჰიმია, რომელსაც ეშინია, ავად არ გახდეს ისევე, როგორც მისი დედა დაავადდა. იგი საკუთარი უმცროსი ძმის გამო ნერვიულობს, რომელსაც ვეღარავინ მიხედავს. თუმცა, მას "იმედს უსახავს" ის ფაქტი, რომ UNICEF-მა უკვე 177 ათასი "ლაიქის" დაგროვება შეძლო ფეისბუქზე, ამიტომ მას სჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება.

"ფეისბუქის ლაიქებს არ შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა. ფულს შეუძლია. 49 შვედურ კრონად ჩვენ 12 ბავშვის ვაქცინაციას შევძლებთ" - ნათქვამია ვიდეორგოლის ბოლოს მოწოდებაში.

ბედის ირონიაა - YouTube-ზე განთავსებულმა ვიდეომ, უკვე ათასობით მეტი "ლაიქი" დააგროვა.