loader

გადადით ხოჭოების, მატლების და ჭიანჭველების ჭამაზე - გაეროს სკანდალური განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადადით ხოჭოების, მატლების და ჭიანჭველების ჭამაზე - გაეროს სკანდალური განცხადება

ხოჭოებისგან, მატლებისა და ჭიანჭველებისგან შემდგარი მენიუ, ალბათ, ბევრს მადას დააკარგვინებს, მაგრამ აფრიკისა და აზიის მრავალ ქვეყანაში მწერებს უძველესი დროიდან იყენებენ საკვებად.

გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ამტკიცებენ, რომ გლობალური შიმშილის დაძლევაში ადამიანებს თავიანთ რაციონში მწერების ჩართვა დაეხმარება.

"მწერები ძალიან ნოყიერია. ისინი ცილების, მინერალების და ცხიმების მაღალი შემცველობით გამოირჩევიან. ამიტომ აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი საკვებ პროდუქტად გამოყენება. მწერები ახლაც დიდ როლს თამაშობენ კაცობრიობის გამოკვების საქმეში. ისინი ორი მილიარდი ადამიანის ყოველდღიურ რაციონს შეადგენენ, რაც პლანეტის მოსახლეობის თითქმის მესამედია" - ნათქვამია განცხადებაში.

მხოლოდ აფრიკასა და აზიაში კი არა, ახლა უკვე დასავლეთის მრავალ ქვეყანაში იხსნება რესტორნები, სადაც კლიენტებს მწერებისგან დამზადებულ კერძებს სთავაზობენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ამგვარი საკვები ადამიანებს სიმსუქნესთან ბრძოლაშიც დაეხმარება. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ზოგიერთს მადაც კი გაეხსნას და მწერების ჭამაც ბევრი მოუვიდეს...