loader

არაჩვეულებრივი ვოკალისტის უჩვეულო გარდასახვა - ჯუდიტ ჰილი ჯასტინ ბიბერის ჰიტით Voice-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არაჩვეულებრივი ვოკალისტის უჩვეულო გარდასახვა - ჯუდიტ ჰილი ჯასტინ ბიბერის ჰიტით Voice-ში

27 მაისს, ამერიკული Voice-ის ლაივ-შოუზე მაყურებლის წინაშე ტოპ-8 მონაწილე წარსდგა. ადამ ლავინის გუნდის წევრმა ჯუდიტ ჰილმა ჯასტინ ბიბერის და will.i.am-ის ერთობლივი სიმღერა #thatPOWER შეასრულა. არაჩვეულებრივი ვოკალისტის გარდასახვა ელექტრო-პოპის ჟანრში მოულოდნელი აღმოჩნდა მსმენელისთვის, თუმცა გარისკვად ღირდა - ჯუდიტმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა გულშემატკივრებს, რომ მას შეუძლია, ყველა ჟანრში პროფესიონალურად წარმოჩნდეს. კონკურსანტმა კარგი შეფასება დაიმსახურა მწვრთნელებისგან. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ჯუდიტმა სიმღერას საუკეთესოდ გაართვა თავი. თუმცა, მიუხედავად კარგი გამოსვლისა, ჯუდიტ ჰილი მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა და ამერიკულ Voice-ს გამოეთიშა.

ასევე იხილეთ:

28 წლის კონკურსანტმა არაჩვეულებრივი ვოკალით ამერიკული Voice-ის ჟიური გააოგნა

კონკურსანტი განუმეორებელი ხმით - ჯუდიტ ჰილმა დაამტკიცა, რომ საუკეთესოა

ჯუდიტ ჰილის მორიგი შთამბეჭდავი შესრულება