loader

სიკეთე ვირუსივით ვრცელდება და აუცილებლად ბრუნდება უკან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიკეთე ვირუსივით ვრცელდება და აუცილებლად ბრუნდება უკან

"თუ მცირეოდენ სიყვარულს გასცემ, იგი აუცილებლად დაგიბრუნდება უკან" - ეს ემოციური ვიდეორგოლი ჩეხურ არასამთავრობო ქრისტიანულ ორგანიზაციას Křižovatka-ს ეკუთვნის და გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მცირეოდენი სიკეთის გაკეთება, თუნდაც ეს სიკეთე ვინმესთვის გზის დათმობაში, წაქცეულისთვის დახმარების ხელის გაწოდებაში, თუ უბრალო ღიმილში გამოიხატებოდეს.

ადამიანები ერთმანეთისგან სწავლობენ სიკეთის კეთებას, რაც "დომინოს პრინციპით" გადაეცემა და უკან მიმავალს უბიძგებს სხვის მაგალითს მიბაძოს. 4-წუთიანი ვიდეორგოლი გვაჩვენებს, რომ სულაც არაა საჭირო დიდი ძალისხმევა კეთილი საქმის საკეთებლად. უბრალოდ, ჩვენს გვერდით სხვებიც უნდა შევამჩნიოთ და მათი საჭიროებები გავაცნობიეროთ.