loader

სერფინგი მეგობრის ზურგზე - პარალიზებული ქალი ოკეანეს "იპყრობს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერფინგი მეგობრის ზურგზე - პარალიზებული ქალი ოკეანეს "იპყრობს"

ავსტრალიის პატარა ზღვისპირა ქალაქ ელისტონის მკვიდრი პასკალ ონორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, თუმცა, ამის მიუხედავად, ოკეანეს "იპყრობს".

50 წლის ქალმა სიარულის უნარი 18 წლის ასაკში, საავტომობილო ავარიის გამო დაკარგა, რომლის დროსაც მან სერიოზულად დაიზიანა ხერხემალი. დიდი ხნის განმავლობაში იგი აკვირდებოდა, როგორ ეწაფებოდნენ მისი შვილები სერფინგის ხელოვნებას და ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუკი ოდესმე თვითონაც შეძლებდა იმავეს გაკეთებას.

ოცნების ასრულებაში მას 23 წლის პროფესიონალი დაივერი ტაირონ სვონი დაეხმარა, რომელიც ამავე დროს მისი შვილების საუკეთესო მეგობარიცაა. ტაირონი ცურვის დროს პასკალს წებოვანი ლენტის მეშვეობით ზურგზე იმაგრებს და ასე შედის წყალში.