loader

ექიმმა პაციენტი უცხვიროდ დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმმა პაციენტი უცხვიროდ დატოვა

ამერიკაში, ოკლაჰომას შტატში მცხოვრები მამაკაცი პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა. რინოპლასტიკის დროს ექიმმა მას ცხვირი მოაჭრა. ვიშალ ტჰაკარის თქმით, 2006 წელს მძიმე განქორწინება გადაიტანა და დეპრესიიდან გამოსასვლელად გადაწყვიტა, ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა. ამისთვის მან პლასტიკურ ქირურგს მიმართა.

ვიშალის თქმით, პირველი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა. "საავადმყოფოში მისვლა 1 წლის განმავლობაში 8-ჯერ მომიხდა, რათა გამოესწორებინათ ყველა ის შეცდომა, რაც ოპერაციის დროს დაუშვეს. მათ ჩემი ყურიდან ხრტილის აღებაც კი უნდოდათ, თუმცა ამის უფლება არ მივეცი". მორიგი პროცედურის შემდეგ ვიშალმა ძლიერი ტკივილით გაიღვიძა. თავიდან ვერ გააცნობიერა, რომ ექიმებმა ცხვირი მოკვეთეს, თუმცა სარკეში სრულიად განსხვავებული გამოსახულება იხილა. "მაშინვე მოვთხოვე, აეხსნათ ყველაფერი. ექიმმა ანჯელო კუზალინამ მშვიდად განმიცხადა, რომ ორგანიზმში ინფექციის შეჭრის გამო ცხვირის მოკვეთის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, ვინაიდან მე უგონოდ ვიყავი და სწრაფად უნდა ემოქმედათ".

თავად ქირურგი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულს. რამდენიმე თვის წინ ვიშალ ტჰაკარმა ადვოკატები დაიქირავა და კუზალინას სასამართლოში უჩივლა.

lifenews.ru-ის მიხედვით

იხილეთ: სტომატოლოგმა პაციენტი უკბილოდ დატოვა