loader

სუპერმოდელებიდან დაავადებულ ადამიანებამდე - ფოტოგრაფის ამაღელვებელი ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუპერმოდელებიდან დაავადებულ ადამიანებამდე - ფოტოგრაფის ამაღელვებელი ისტორია

მოდის სამყაროში, ცნობილ სუპერმოდელებთან და დიზაინერებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ფოტოგრაფ რიკ გუიდოტის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 15 წლის წინ, სამედიცინო წიგნებში ნანახმა ფოტოებმა, მისი კარიერა სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა - მოდის ფოტოგრაფმა თავისი ცხოვრება დაავადებულ ადამიანებს მიუძღვნა.

მილანის, პარიზისა და ნიუ იორკის სამოდელო სააგენტოების, ცნობილი დიზაინერების დეფილეების შემდეგ, 1998 წლიდან დღემდე ფოტოგრაფი ფირზე ასახავს ადამიანებს, რომელთა მიღება ისე, როგორებიც ისინი არიან, საზოგადოებას უჭირს. გუიდოტი მუშაობს ცერებრალური დამბლით, მიოპათიით (პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია), დაუნის სინდრომით დაავადებულ პატარებთან, აქვს ფოტოების სერია ალბინიზმზე. სწორედ ალბინოსი გოგონა კრისტინი იყო მისი პირველი მოდელი სუპერმოდელების შემდეგ, რომელმაც სილამაზის განსხვავებული აღქმა ასწავლა ფოტოგრაფს. "სინდი კროუფორდს და კლაუდია შიფერს ამ პატარა გოგონებს ვერ შევადარებ. ეს რაღაც განსხვავებულია და მე მინდა დავანახო მსოფლიოს განსხვავებულობის სილამაზე" - ამბობს გუიდოტი.

ბევრი მათგანის სახე, ახლა მხოლოდ ფოტოებზე შემორჩა... რიკის ფოტომოდელების დიდი ნაწილი, მათ შორის სხვადასხვა მძიმე სენით დაავადებული პატარები, უკვე გარდაცვლილი არიან.