loader

ქალმა კორსეტით წელი 40 სმ-მდე დაიწვრილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა კორსეტით წელი 40 სმ-მდე დაიწვრილა

ბერლინში მცხოვრებ 24 წლის მიშელ კობკეს ყოველთვის სურდა, ვიწრო და მოხდენილი წელი ჰქონოდა, მაგრამ სასურველი შედეგისთვის დიეტას არ იცავს და არც ვარჯიშით დაღლილა.

კობკეს 3 წლის განმავლობაში ძილშიც კი კორსეტი ეკეთა. მას წელის გარშემოწერილობა 64 სანტიმეტრიდან 40 სანტიმეტრამდე შეუმცირდა. მიშელის თქმით, მოკლებული 24 სანტიმეტრის წყალობით, თავს კომფორტულად გრძნობს და ყველა სამოსში მიმზიდველია. დღეს მას ისეთი წვრილი წელი აქვს, რომ ბევრ მოდელს შეშურდება, თუმცა გოგონა კორსეტის გამოყენებაზე უარის თქმას არ აპირებს და სურს, უფრო მეტად წვრილი წელი ჰქონდეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე


ასევე იხილეთ:

40 სმ-იანი წელის გარშემოწერილობის სტუდენტი, რომელიც კორსეტში დღეში 23 საათს ატარებს

ყველაზე წვრილი წელის მქონე მოდელი