loader

მოდით, ავაშენოთ უფრო ჭკვიანი პლანეტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოდით, ავაშენოთ უფრო ჭკვიანი პლანეტა

"ჭკვიანური იდეები, ჭკვიანი ქალაქებისთვის" - ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანია IBM-ის ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, ქალაქები საცხოვრებლად უკეთესი და უფრო მოსახერხებელი გახდეს. საწყის ეტაპზე კომპანიამ "ჭკვიანი" სარეკლამო კამპანია წამოიწყო. IBM-მა თავისთვის სასარგებლო საქმე ქალაქის მცხოვრებლებისთვისაც სასარგებლო გახადა: რეკლამები განათავსა ბანერებზე, რომლებზეც ჩამოჯდომა, წვიმის დროს თავის შეფარებაა შესაძლებელი. კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ახალი იდეების შემოთავაზებას მომავალშიც გეგმავს.

IBM
გვარწმუნებს, რომ ასე შესაძლებელია უფრო ჭკვიანი პლანეტის "აშენება".