loader

პატარძლები თეთრ ფერზე უარს ამბობენ? - მოდაში ფერადი საქორწინო კაბები შემოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატარძლები თეთრ ფერზე უარს ამბობენ? - მოდაში ფერადი საქორწინო კაბები შემოდის

მოდაში ფერადი საქორწინო კაბები შემოდის. საკურთხეველთან ცისფერ, ვარდისფერ და წითელ კაბაში მისვლას სულ უფრო მეტი პატარძალი ანიჭებს უპირატესობას.

გამოკითხვის თანახმად, რომელშიც მონაწილეობა 18-24 წლის ქალებმა მიიღეს, ქალების 27% უპირატესობას ფერად კაბას ანიჭებს. ყოველ მეათე პატარძალს სურვილი აქვს, წითელი კაბით გათხოვდეს.

აღსანიშნავია, რომ ფერად კაბებს ახალგაზრდა გოგონები ანიჭებენ უპირატესობას. 35-45 წლის ქალები თვლიან, რომ საქორწინო კაბა აუცილებლად თეთრი უნდა იყოს.

გამოკითხვაში მონაწილეობა მამაკაცებმაც მიიღეს, თუმცა შედეგები არც ისეთი სახარბიელო აღმოჩნდა: გამოკითხულ მამაკაცთა უმეტესობამ საქორწინო კაბის სასურველ ფერად მათი საყვარელი ფეხბურთის გუნდის ფერი დაასახელა.