loader

ტვინის ტალღების გარდაქმნით შექმნილი მუსიკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტვინის ტალღების გარდაქმნით შექმნილი მუსიკა

კონცეპტუალური მხატვრობის წარმომადგენელი ლიზა პარკი ექსპერიმენტებს საკუთარ უჩვეულო ინსტრუმენტზე ატარებს, რომელიც ტვინის აქტივობას მონაცემთა ნაკადად აქცევს. ჩვეულებრივ, ამგვარ მოწყობილობებს მეცნიერები კვლევებისთვის იყენებენ, მაგრამ ლიზამ გადაწყვიტა, ამგვარი საშუალებით ხელოვნება შეექმნა.

ამ მექანიზმის დახმარებით, ლიზა საკუთარი ტვინის ალფა, ბეტა, დელტა და ტეტა ტალღებს ითვლის. შემდეგ სპეციალური პროგრამის დახმარებით ამ ყველაფერს მუსიკალურ ბგერებად აქცევს, რომელიც ხუთი დინამიკიდან ისმის. ყოველ დინამიკზე წყლით სავსე ფინჯანი დგას, რომელიც ტვინის აქტივობის ვიზუალიზაციას ახდენს.