loader

მფრინავი მატარებელი - თვითმფრინავი და მატარებელი ერთ "მანქანაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მფრინავი მატარებელი - თვითმფრინავი და მატარებელი ერთ "მანქანაში"

ლოზანის პოლიტექნიკური სკოლის ინჟინრებმა ახალი, საკმაოდ ამბიციური პროექტი წარმდგინეს. Clip-Air-ზე შვეიცარიელებმა მუშაობა 2009 წელს დაიწყეს. პროექტი მიზნად თვითმფრინავისა და მატარებლის შესაძლებლობების ერთ "მანქანაში" შერწყმას ისახავდა.

2013 წლის 17 ივნისს პარიზის მახლობლად გახსნილ ლე-ბურჟეს საერთაშორისო ავიაკოსმოსურ სალონში Clip-Air-ის მასშტაბური მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. ვიზუალურად 1,2 მ სიგანის მაკეტი საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. "მფრინავი ფრთის" სქემით შექმნილ საფრენ აპარატზე, რომელშიც ეკიპაჟის კაბინა, საწვავის ავზები და ძრავებია განთავსებული, ქვემოდან სამი 30 მ სიგრძის სატრანსპორტო კაფსულა მაგრდება. საჭიროების მიხედვით, თითოეულ მათგანში 30 ტ-მდე ტვირთის ან 150 მგზავრის განთავსება შეიძლება.

თუმცა, შვეიცარიელი ინჟინრები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ერთმანეთში ორი, ერთი შეხედვით, სრულიად საწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება - თვითმფრინავი და მატარებელი გააერთიანეს. თვითმფრინავის ქვეშ ჩამოკიდებული კაფსულების გამოყენება ტრადიცული სარკინიგზო ვაგონების სახით შეიძლება. ამისთვის სამივე მათგანს ყველა საჭირო მოწყობილობა და სარკინიგზო თვლებიც აქვს.

აეროპორტში დაშვების შემდეგ Clip-Air-დან მოხსნილ კაფსულა-ვაგონებს ჩვეულებრივ სარკინიგზო ლიანდაგებზე გადაიტანენ, საიდანაც ისინი შესაბამისი სარკინიგზო სადგურისკენ საკუთარი სვლით გაემართებიან.

პროექტის ავტორები Clip-Air-ის იდეის ამბიციურობას ერთხმად აღიარებენ და ისიც იციან, რომ მისი პრაქტიკული განხორციელებისთვის უამრავი ტექნიკური ბარიერის გადალახვა მოუწევთ, თუმცა, საკუთარ ხედვაში დარწმუნებულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თანამედროვე თვითმფრინავთმშენებლობის კანონებს რადიკალურად ეწინააღმდეგება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე