loader

მთვარე "მიწაზე ჩამოვიდა" - სუპერმთვარეობა 2013 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვარე "მიწაზე ჩამოვიდა" - სუპერმთვარეობა 2013

დედამიწის მკვიდრნი 24 ივნისის ღამით ულამაზესი სანახაობის თვითმხილველები გახდნენ - მთვარე "მიწაზე ჩამოვიდა". მოვლენა, რომელიც წელიწადში ერთხელ ხდება, "სუპერმთვარეობის" სახელითაა ცნობილი. ამ დროს ციური სხეული ჩვეულებრივზე უფრო დიდი და კაშკაშაა, რადგან ყველაზე ახლოს მოდის დედამიწასთან.

როგორც ცნობილია, ტერმინი "სუპერმთვარე" NASA-ს მეცნიერებმა მოვლენის პოპულარიზაციის მიზნით მოიგონეს. პოპულარობა კი ნამდვილად არ აკლია სანახაობას - ყოველწლიურად მსოფლიოს ირგვლივ მილიონობით ცნობისმოყვარე ელოდება  სუპერმთვარის გამოჩენას.