loader

"ქართველი სამხედროები ავღანეთის სახიფათო რეგიონში" - სიუჟეტი NATO-ს ვებგვერდიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართველი სამხედროები ავღანეთის სახიფათო რეგიონში" - სიუჟეტი NATO-ს ვებგვერდიდან

ავღანეთში მებრძოლი ქართველი სამხედროების შესახებ NATO-ს "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი რუთ ოუენის სიუჟეტს ავრცელებს. როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, ქართველი სამხედროები ავღანეთის სამხრეთით ყველაზე საშიშ რეგიონში მცხოვრებლებს უწევენ დახმარებას.

"ჯერ კიდევ ორი წლის წინ მუსა კალას რეგიონი ყველაზე სახიფათო იყო, თუმცა ახლა, ქართველი სამხედროების აქ ყოფნის შემდეგ, მათ მიერ გატარებული ოპერაციების შემდეგ აქაურები ISAF-ის მისიას მიესალმებიან", - ნათქვამია სიუჟეტში.

რუთ ოუენი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს უწევენ დახმარებას და მათთან ერთად ასუფთავებენ რეგიონს თვითნაკეთი ხელყუმბარებისგან.

"რეგიონში "თალიბები" დიდ საფრთხეს ქმნიან, თუმცა ამ ეტაპზე სიტუაცია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, გასულ წლებთან შედარებით უკეთესია", - აცხადებს სიუჟეტის ავტორთან საუბრისას მე-12 ბატალიონის გენერალური შტაბის უფროსი, კაპიტანი ჯემალ წითაძე.

ნატო-ს მიერ გავრცელებულ სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია, როგორ უწევს დახმარებას ქართველთა ბაზა "ერთობაზე" ქართველი სამხედრო დაჭრილ ავღანელ პოლიციელს. სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველმა სამხედროებმა ჰელმანდის ამ ყველაზე არასტაბილურ რეგიონში ადგილობრივებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს.

"თუმცა, ქართველებმაც და მათმა ავღანელმა პარტნიორებმაც, რომელთაც არაერთი მსხვერპლი გაიღეს, იციან, რომ წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია", - აღნიშნავს რუთ ოუენი.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი”

ასევე იხილეთ: "ე, ბიჭო" - ქართულად ალაპარაკებული ავღანელი პატარები და საჩუქრები ქართული მისიისგან

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე