loader

12 წლის ბიჭს სამი "ფერარი" ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

12 წლის ბიჭს სამი "ფერარი" ჰყავს

ეს დაუჯერებელი ისტორია 12 წლის ბრიტანელი ბიჭის ამბავია. თინეიჯერი, სახელად ქალამი, მარანელოს "ფერარის" არამარტო ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, სუპერმანქანის სამ მოდელს ფლობს. მათ შორის: Ferrari 458-სა და 599 GTO-ს.

ვიდეოინტერვიუ 12 წლის "ფერარომანთან" მანქანების ცნობილ საიტზე, fGear.tv-ზე გავრცელდა. როგორც ვიდეოს აღწერილობის მიხედვით ვარკვევთ, ქალამმა თავისი პირველი ფერარი 10 წლის ასაკში შეიძინა. ბიჭი არც მდიდარი მამიკოს შვილია და არც ლატარიაში მოგებით დაუგროვებია კაპიტალი. როგორც ის ინტერვიუში თავად ამბობს, 9 წლის ასაკში მობილური ტელეფონებისთვის აპლიკაცია შექმნა, რომელიც Google-მა 8,5 მილიონ დოლარად შეიძინა. როგორც ჩანს, პატარა ბიჭმა სათამაშო მანქანებიდან მაშინვე ნამდვილ მანქანებზე გადაწყვიტა გადაჯდომა და ძვირად ღირებული ახირებაც აიხდინა.

პატარა კოლექციონერის ისტორიამ ბევრ ინტერნეტმომხმარებელში ეჭვი გააჩინა. "რომელი მამა დართავს ნებას 12 წლის ბიჭს, სამი "ფერარი" იყიდოს? რატომ არ ამბობს გაყიდული აპლიკაციის სახელს? ან კიდევ, თავის გვარს რატომ გვიმალავს?" - წერენ fGear.tv-ის საიტზე მომხმარებლები.

მოკლედ, ნახეთ ვიდეო და თავად გადაწყვიტეთ, ეჭვი შეიტანოთ თუ უბრალოდ, შეგშურდეთ პატარა იღბლიანის.