loader

34 წლის გეი მომღერალმა ამერიკული "ნიჭიერის" ჟიური ხმითა და შესრულებით მოხიბლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

34 წლის გეი მომღერალმა ამერიკული "ნიჭიერის" ჟიური ხმითა და შესრულებით მოხიბლა

ამერიკულ "ნიჭიერში" ჟიურის წინაშე 34 წლის ბრენდენ ჯეიმსი წარსდგა, რომელმაც არია Nessun Dorma შეასრულა. როგორც ჯეიმსი ამბობს მას რთული ცხოვრება ჰქონდა, ვინაიდან ის გეია. იგი კონსერვატორულ ოჯახში გაიზარდა, სადაც ტრადიციებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მისი მშობლები ხვდებოდნენ ბრენდენის მდგომარეობას, თუმცა, მის არჩევანს არ ეთანხმებოდნენ. ჯეიმსის განცხადებით, დედამისი ყოველდღე ლოცულობს რომ მისი სიტუაცია შეიცვალოს, თუმცა, შვილს მაინც მხარში უდგას.

ბრენდენის გამოსვლით ჟიური აღფრთოვანებული დარჩა და მომღერალს ფეხზეც კი წამოუდგა. ის მომდევნო ტურში გადაუშვეს.