loader

ატლანტას ზოოპარკში ტყუპი პანდა გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ატლანტას ზოოპარკში ტყუპი პანდა გაჩნდა

აშშ-ის ქალაქ ატლანტას ზოოპარკში ტყუპი პანდა გაჩნდა. გიგანტურმა დედა პანდამ, სახელად ლუნ ლუნმა, პაწაწინა პანდები გააჩინა.

ეს მოვლენა მნიშვნელოვანი იმითაა, რომ შეერთებულ შტატებში 1987 წლის შემდეგ ტყუპი პანდები აღარ გაჩენილან. როგორც ზოოპარკის დირექტორი უაით ლოვსონი ამბობს, პანდები თავს კარგად გრძნობენ. 15 წლის პანდა ლუნ ლუნი უკვე რამდენიმე წელია, ატლანტაში ცხოვრობს - ის ჩინეთის ზოოპარკიდან ჩაიყვანეს.

"ჩვენს ჩინელ კოლეგებთან ერთად ამ პაწაწინა არსებებზე ვზრუნავთ. ეს ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენს სიხარულს იზიარებენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ჩინელი კოლეგები", - განაცხადა ზოოპარკის წარმომადგენელმა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე