loader

სარეკლამო ბილბორდს სისხლი სდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სარეკლამო ბილბორდს სისხლი სდის

ეს საინტერესო სარეკლამო კამპანია სააგენტო Colenso BBDO-ს ეკუთვნის. ახალ ზელანდიაში, ოკლენდში, ერთ-ერთ მაგისტრალზე დამონტაჟებულია ბილბორდი წარწერით: "წვიმა ყველაფერს ცვლის. მართე ავტომობილი, ამინდის შესაბამისად". წვიმის დროს ბილბორდი, რომელზეც პატარა ბავშვია გამოსახული, წითელი საღებავით იფარება და სისხლდენის შთაბეჭდილებას ქმნის. სოციალური რეკლამის მიზანია, მძღოლები გააფრთხილოს, რომ წვიმაში ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი იზრდება და მართონ მანქანა გარემოების შესაბამისად.

სარეკლამო კამპანია კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე "ბრინჯაოს ლომით" დაჯილდოვდა.

წყარო: marketer.ge