loader

სალომე ქათამაძე და "ახალი ტალღის" კონკურსანტები Queen-ის ჰიტით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ქათამაძე და "ახალი ტალღის" კონკურსანტები Queen-ის ჰიტით

23 ივლისს იურმალაში კონკურსი "ახალი ტალღა" იწყება, სადაც საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენს. 2008 წლის შემდეგ, როცა კონკურსის გამარჯვებული ქართული დუეტი "ჯორჯია" გახდა, ცნობილი მოვლენების გამო საქართველოს "ახალ ტალღაში" მონაწილეობა აღარ მიუღია.

ქათამაძე საერთაშორისო ჰიტების პროგრამაში BOYZ II MAN-ის სიმღერას შეასრულებს, ხოლო საავტორო სიმღერის პროგრამაში რუსა მორჩილაძის კომპოზიციას. ამასთან, "ახალი ტალღის" გამარჯვებული დუეტი "ჯორჯია" სალომეს ნაციონალურ ტურში გაუწევს დახმარებას.

უკვე გაიმართა მეორე საკონკურსო დღის კენჭისყრა, სადაც გაირკვა, რომ ქართველი მომღერალი მეთერთმეტე ნომრად გამოვა კონკურსზე. კენჭისყრის შემდეგ ყველა მონაწილემ ერთად შეასრულა Queen-ის ჰიტი We Are The Champions. სალომე უკანა ფონზე დგას საქართველოს დროშით ხელში.


ასევე იხილეთ:

როგორ მოხიბლა სალომე ქათამაძემ იურმალის კონკურსის ჟიური

ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს

იხილეთ ვიდეო
georgianews.ge -ზე