loader

ბარძაყზე დახატული რეკლამა - ტოკიოში "მოსიარულე ბილბორდები" გამოჩნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარძაყზე დახატული რეკლამა - ტოკიოში "მოსიარულე ბილბორდები" გამოჩნდნენ

როგორც ჩანს, მეგაპოლისებში რეკლამის ტრადიციული ფორმები ძველებურად ეფექტური აღარაა. ამიტომ იაპონურმა სარეკლამო კომპანიამ მომხმარებლების "ცდუნება", ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გადაწყვიტა - ბილბორდების ნაცვლად, რეკლამა ახალგაზრდა, ლამაზი გოგონების სხეულის პიკანტურ ნაწილებს დაამშვენებს.

"ეს იდეალური ადგილია რეკლამისთვის" - აცხადებს კომპანია "უითის" გენერალური დირექტორი ჰიდენორი აცუმი და მოდელებს გრძელი წინდების და მოკლე ქვედაბოლოების ჩაცმას ურჩევს, რომ დროებითი ტატუთი ბარძაყზე "დახატული" რეკლამა უფრო ეფექტური გამოჩნდეს.

ტოკიოს ქუჩებში უკვე 12 "მოსიარულე რეკლამა" გამოჩნდა, კიდევ 3 ათასმა გოგონამ კი სურვილი გამოთქვა, "ბილბორდი" გახდეს.