loader

იაპონიაში ჩანასახის 3D პორტრეტებს ბეჭდავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში ჩანასახის 3D პორტრეტებს ბეჭდავენ

დაივიწყეთ ექოსკოპიაზე ნანახი შავ-თეთრი გამოსახულება - იაპონელები ჩანასახის 3D პორტრეტებს ბეჭდავენ და შემდეგ პაწაწინა ფიგურებს ქმნიან.

იაპონურ სამედიცინო-საინჟინრო კომპანიაში FASOTEC ჩანასახის 3D პრინტერისგან სკანირებას აკეთებენ და კრემისფერი რეზინისგან პორტრეტებს ქმნიან. ეს ყველაფერი იაპონელ მშობელს 500 დოლარი უჯდება. სკანირება და ფიგურების შექმნა ფეხმძიმობის მერვე ან მეცხრე თვეში ხდება.

"8 თვის ფეხმძიმე ვიყავი და კომპანიას ფოტოსურათისთვის მივაკითხე. ვიდრე ვიმშობიარებდი, უკვე ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა ბავშვი, რომელსაც მუცლით ვატარებდი. საოცარი შეგრძნება იყო", - ამბობს ერთ-ერთი კლიენტი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე