loader

კუ დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კუ დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწევა

ჩინეთის პროვინცია გირინში ნიკოტინზე დამოკიდებული კუ ცხოვრობს. ის დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწევა და თუ პატრონმა სიგარეტი არ მიაწოდა, სისინს იწყებს და აგრესიული ხდება.

ყველაფერი 2 თვის წინ დაიწყო. კუს პატრონი, ტანგი ამბობს, რომ ქვეწარმავალმა მოულოდნელად საკვების მიმართ ინტერესი დაკარგა. მას მუცელში ბასრი ძვალი ჰქონდა შერჭობილი. კაცმა ძვლის ამოღება სცადა, მაგრამ კუმ ტანგს უკბინა. პატრონი მიხვდა, რომ კუსგან თავდასხმის მოსაგერიებლად ერთადერთი გზა კბილებქვეშ რაიმე ნივთის მოთავსება იყო. სწორედ ამიტომ სიგარეტი კუს პირში ჩაუდო, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ამით სიგარეტს დააჩვევდა. მეორე დღეს, როცა ტანგი სიგარეტს ეწეოდა, მოულოდნელად კუ სიგარეტის კოლოფში "შეძვრა". ტანგის თქმით, მას შემდეგ ქვეწარმავალი დღეში 10 ღერს ეწევა.

"კუ სიგარეტს ჩემთან ერთად ეწევა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს გვერდით მეგობარი კაცი დგას. აღარ მინდა ნიკოტინზე დამოკიდებული იყოს, თანაც მომწყინდა მისთვის სიგარეტის ღერების განაწილება. ზოგჯერ სიგარეტი ჩემთვისაც კი აღარ მრჩება", - დარდობს ტანგი.